понедельник, 24 февраля 2014 г.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
დავალებასთან
შესაბამისობა
|
არ შეესაბამება
დავალებას.
|
მხოლოდ ზოგიერთ ინსტრუქციას მიჰყვება
|
მიჰყვება ინსტრუქციას,
თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა დავალება
სრულყოფილადაა შესრულებული.
|
ვიზუალური მხარე
|
მოუწესრიგებელია,
არ შეესაბამება შინაარს.
|
მოწესრიგებულია,
ნაკლებად შეესაბამება
შინაარს.
|
მეტ-ნაკლებად
შეესაბამება შინაარს.
მოწესრიგებულია.
|
ზუსტად შეესაბამება
შინაარსს.
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის
მიღწეული, მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
|
მინიმალურად
არის მიღწეული დასახული მიზანი. გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
|
მიღწეულია გარკვეული
მიზანი. მოთხოვნა ზოგადად გათვალისწინებულია.
|
მიზანი სრულიად
არის მიღწეული.
|
воскресенье, 23 февраля 2014 г.
პროექტი
1. პროექტის
სახელწოდება
|
ელექტრომაგნიტური
ტალღები
|
2. პროექტის
მთავარი იდეა
|
ელექტრომაგნიტური
ტალღების პრაქტიკული გამოყენების ფართო სპექტრი.
რა გავლენას ახდენს ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ჯანმრთელობაზე?
|
3. პროექტის
აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც ტელევიზორი, მობილური ტელეფონი,
კომპიუტერი, ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი მავნე ზემოქმედების შედეგებზე კი გარკვევით არაფერი ვიცით.
|
4. პროექტის
მიზნები
|
გაეცნონ ელექტრომაგნიტური
ტალღების გამოყენების დადებით და უარყოფით ასპექტებს; უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ
ამ თემის შესახებ; განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები; დაიცვან ზომიერება მობილური
ტელეფონისა და კომპიუტერის გამოყენებისას.
|
5. მონაწილეთა
ასაკი
|
13-17 წელი.
(მე-8-12 კლასები).
|
6. ვადები/ხანგძლივობა
|
2თვე
|
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
პრეზენტაცია,
დისკუსია, ფოტოგამოფენა, მოცემული თემისთვის რეპრეზენტატული ბუკლეტების დამზადება,
ბლოგის შექმნა.
|
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
ინტერნეტი და
სასკოლო სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, პროექტორი.
|
9. პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
აქტივობა 1. მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად.
აქტივობა
2. ხდება სამუშაოს განაწილება: ერთი ჯგუფი იკვლევს ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენისა
და გამოკვლევის ისტორიას, ახდენს ტალღების კლასიფიკაციას. იძიებს ინფორმაციას იმ მეცნიერებზე, რომლებმაც
დიდი წვლილი შეიტანეს ამ სფეროში.
. მეორე ჯგუფი იკვლევს
ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების სპექტრს და როლს კაცობრიობის განვითარებაში.
მესამე ჯგუფი იძიებს
ინფორმაციას , თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს
ტელევიზორით, მობილური ტელეფონითა და კომპიუტერით განუსაზღვრელი დროით სარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მეოთხე
ჯგუფი ატარებს გამოკითხვებს
მოსახლეობაში .ადგენს სტატისტიკურ მონაცემებს
.
აქტივობა
3.იმართება დისკუსია ჯგუფებს შორის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების
გამოყენების დადებით და უარყოფით შედეგებზე.
აქტივობა
4. ხდება პროექტის
წარდგენა მოწვეული სტუმრების წინაშე. ჯგუფები აწყობენ პრეზენტაციებს. არიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს.
|
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ფიზიკა, ქიმია,
ბიოლოგია, ისტ.
|
11. პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
მარინე შენგელია
|
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა
|
Shengeliamarine6@gmail.com
|
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://shengeliamarine6.blogspot.com
|
суббота, 22 февраля 2014 г.
ალბერტ აინშტაინის ცნობილი გამონათქვამები
*თუ ფორმულების ენაზე A - ცხოვრებაში წარმატებაა, მაშინ A= x + y + z, სადაც x - სამუშაოა, y – თამაში და z - ენაზე კბილის დაჭერის შესაძლებლობა.
*ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომები, არასოდეს უცდია რამე ახლის კეთება.
*მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.
*მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.
*ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და ადამიანების სისულელე, მაგრამ სამყაროს უსასრულობაში დარწმუნებული არ ვარ.
*მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმა.
*ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. ფანტაზია კი ყველგან წაგიყვანს.
*მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე. ის ისედაც სწრაფად მოვა.
*1 წუთით დაადეთ ხელი გავარვარებულ ღუმელს. ეს წუთი მოგეჩვენებათ როგორც საათი. გაატარეთ 1 საათი მომხიბვლელ გოგონასთან ერთად და ეს საათი მოგეჩვენებათ წუთად.
Подписаться на:
Сообщения (Atom)