понедельник, 24 февраля 2014 г.





პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
დავალებასთან შესაბამისობა
არ შეესაბამება დავალებას.
 მხოლოდ ზოგიერთ ინსტრუქციას მიჰყვება
მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა დავალება სრულყოფილადაა შესრულებული.
ვიზუალური მხარე
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარს.
მოწესრიგებულია,
ნაკლებად შეესაბამება შინაარს.
მეტ-ნაკლებად შეესაბამება შინაარს.
მოწესრიგებულია.
ზუსტად შეესაბამება შინაარსს.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი. გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი. მოთხოვნა ზოგადად გათვალისწინებულია.
მიზანი სრულიად არის მიღწეული.

воскресенье, 23 февраля 2014 г.





პროექტი

1. პროექტის სახელწოდება
ელექტრომაგნიტური ტალღები
2. პროექტის მთავარი იდეა
ელექტრომაგნიტური ტალღების  პრაქტიკული გამოყენების ფართო სპექტრი.  რა გავლენას ახდენს ელექტრომაგნიტური ტალღები  ადამიანის ჯანმრთელობაზე?
3. პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი მავნე ზემოქმედების შედეგებზე კი გარკვევით არაფერი ვიცით.
4. პროექტის მიზნები
გაეცნონ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების დადებით და უარყოფით ასპექტებს; უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ თემის შესახებ; განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები; დაიცვან ზომიერება მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის გამოყენებისას.
5. მონაწილეთა ასაკი
13-17 წელი. (მე-8-12 კლასები).
6. ვადები/ხანგძლივობა
2თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
პრეზენტაცია, დისკუსია, ფოტოგამოფენა, მოცემული თემისთვის რეპრეზენტატული ბუკლეტების დამზადება, ბლოგის შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი და სასკოლო სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
 აქტივობა 1.  მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად.
აქტივობა 2.  ხდება სამუშაოს განაწილება: ერთი ჯგუფი იკვლევს ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენისა და  გამოკვლევის  ისტორიას, ახდენს ტალღების კლასიფიკაციას.  იძიებს ინფორმაციას იმ მეცნიერებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ სფეროში. 
 . მეორე ჯგუფი იკვლევს ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების სპექტრს და როლს კაცობრიობის განვითარებაში.
 მესამე ჯგუფი იძიებს ინფორმაციას ,  თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ტელევიზორით,  მობილური ტელეფონითა და კომპიუტერით   განუსაზღვრელი დროით სარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მეოთხე ჯგუფი ატარებს   გამოკითხვებს  მოსახლეობაში .ადგენს სტატისტიკურ მონაცემებს .    
აქტივობა 3.იმართება  დისკუსია ჯგუფებს შორის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამოყენების დადებით და უარყოფით შედეგებზე.
აქტივობა 4. ხდება პროექტის წარდგენა მოწვეული სტუმრების წინაშე. ჯგუფები აწყობენ პრეზენტაციებს. არიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს. 
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტ.  
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მარინე შენგელია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Shengeliamarine6@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://shengeliamarine6.blogspot.com